ავტორი:

დღეიდან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება

დღეიდან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულებს.

მათივე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე განახორციელებენ Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.