ავტორი:

რა გავლენას ახდენს სისუფთავე სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების პროდუქტიულობაზე?

რა გავლენას ახდენს სისუფთავე სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების პროდუქტიულობაზე?

სუფთა და მოწესრიგებული ოფისი ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის და მეორე მხრივ, ის პირდაპირ აისახება თანამშრომელთა განწყობაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზეც კი.

კვლევებმა ცხადყო, რომ სრულყოფილად დასუფთავებული ოფისი აუმჯობესებს კონცენტრაციას და ამცირებს სტრესს. წესრიგი და მისგან შექმნილი საქმიანი ატმოსფერო უზრუნველყოფს, რომ თანამშრომლები უფრო ორიენტირებულები გახდნენ თავიანთი დავალებების შესრულებაზე. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მსგავსად კომპანიების დიდი ნაწილი საქართველოშიც დიდ ყურადღებას უთმობს ოფისში სრულყოფილი ჰიგიენისა და წესრიგის შენარჩუნებას, რისთვისაც შეამჩნევდით, რომ ხშირად ეძებენ პროფესიონალებს და უფრო მაღალი მოთხოვნები აქვთ მათ მიმართ. დამლაგებელი ოფისში ასრულებს უმნიშვნელოვანეს სამუშაოს, რომელიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის იმიჯთან და თანამშრომლების კმაყოფილებასთან.

გემოვნებით მოწყობილი და სრულყოფილად მოწესრიგებული ოფისი დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე. შეხვედრის დაწყებამდე ის გარკვეულ შთაბეჭდილებას უკვე ახდენს სტუმრებზე, ქმნის დადებით განწყობასა და შეხედულებას კომპანიასა და მის თანამშრომლებზე.

სუფთა გარემოს მნიშვნელობა თანამშრომლის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის

ოფისში სრულყოფილი ჰიგიენის შენარჩუნება ხელს უშლის ბაქტერიული ინფექციების გავრცელებას. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია სველი წერტილების მუდმივი და უმაღლესი სტანდარტებით წმენდა. ასევე აუცილებელია სამუშაო მაგიდებზე კომპიუტერის კლავიატურების, საერთო მოხმარების ნივთების, მაგალითად ტელეფონებისა და სახელურების ყოველდღიური გასუფთავება.

სუფთა გარემო როგორც სახლში, ისე ოფისში დადებითად აისახება ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, ქმნის პოზიტიურ განწყობას, სიმშვიდეს და ამცირებს შფოთვას. ორგანიზებულ ოფისებში არის მეტი სიმყუდროვისა და დაცულობის განცდა, თანამშრომლები გრძნობენ, რომ დამსაქმებელი მათზე ზრუნავს და უქმნის კომფორტულ გარემოს, რაც ზრდის სამსახურით კმაყოფილებას.

აღსანიშნავია, რომ ოფისის გენერალური დასუფთავება მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს, ყოველდღიურად კი სრულყოფილად უნდა დამუშავდეს ზედაპირები და სივრცეები გათავისუფლდეს ზედმეტი ნარჩენებისგან.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა პროფესიონალური დასუფთავების სერვისის მოძიებისას?

მნიშვნელობა არ აქვს, კომპანიას მივანდობთ ოფისის დასუფთავებას თუ ინდივიდუალურად დავასაქმებთ პროფესიონალებს, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა გამოცდილება, ფლობს თუ არა დამლაგებელი ამა თუ სპეციფიკის ზედაპირის წმენდის ტექნიკებს და სწორად იყენებს თუ არა ხსნარებს, რათა სრულყოფილი შედეგი მივიღოთ.

სამზარეულოსა და აბაზანის სრულყოფილად დასუფთავებისთვის მხოლოდ იატაკისა და ჭერის მოწესრიგება და მტვრის წმენდა არ არის საკმარისი. განსაკუთრებით ოფისებში, სადაც აღნიშნული სივრცეებით უამრავი ადამიანი სარგებლობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ანტიბაქტერიული საშუალებებისა და კონკრეტული ზედაპირებისთვის შექმნილი ხსნარების გამოყენება, რომელიც ბაქტერიების სრულყოფილად განადგურებასა და თანამშრომლების გადამდები დაავადებებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

სერვისის მოძიება უკვე მარტივად არის შესაძლებელი ინტერნეტის მეშვეობით, სადაც შეგვიძლია გადავხედოთ შეფასებებს და მარტივად შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფასისა და პირობების მქონე შეთავაზება. სანდო სერვისის მიმწოდებლის შერჩევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მომხმარებელთა შეფასებებზე, ამიტომ რეკომენდებულია, აღნიშნული ფაქტორს ყურადღება მივაქციოთ.

რომ შევაჯამოთ, ორგანიზებული, მოწესრიგებული და სუფთა სამუშაო გარემო:

  • ქმნის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს თანამშრომლებისთვის;
  • დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე;
  • ქმნის უსაფრთხო გარემოს, ამცირებს ხანძრების გაჩენისა და ინვენტარის დაზიანების რისკებს;
  • ზრდის სამსახურით კმაყოფილებას;
  • ზრდის კონცენტრაციას საქმის შესრულებისას;
  • ამცირებს ინფექციებისა და დაავადებების რისკს;
  • დადებითად აისახება დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობაზე;
  • დადებითად აისახება კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნების დინამიკაზე;
  • უფრო ხანგრძლივი დროით ნარჩუნდება რემონტი შენობაში.

იმისათვის, რომ მსგავსი სტანდარტების უზრუნველყოფა მარტივად და ეფექტურად მოახდინოთ, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სწორ მიდგომას, არამედ სანდო პარტნიორის შერჩევას. სწორედ ასეთ შემთხვევებში დაგეხმარებათ მრავალპროფილიანი სერვისპლატფორმა SERWISH.GE – სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ტიპის მომსახურება, მათ შორის: დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება, რემონტი, სადღესასწაულო სერვისები და სხვ.

მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად შეადარონ ფასები, გაეცნონ რეიტინგებსა და შეფასებებს და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ საჭიროებებს – სწრაფად, მარტივად.