საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილ მსოფლიო დონის ბრენდებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია „კერხერს“. ბრენდის წარმატების გზა ოჯახური ბიზნესიდან იწყება და მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიური კომპანიით გრძელდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გზა არ სრულდება და „კერხერი“ მუდმივ განვითარებას აგრძელებს.
ბრენდი საქართველოში ოფიციალურად უკვე 10 წელია წარმოდგენილია და ამ პერიოდის განმავლობაში ქართულმა წარმომადგენლობაც განვითარების საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი გზა გაიარა. ამ ისტორიას „კერხერ საქართველოს“ მმართველი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბათირაშვილი მოგვიყვება.
მოგვიყევით საქართველოში „კერხერის“ წარმომადგენლობის შესახებ, როგორია მისი შექმნის ისტორია?
წლების წინ „კერხერის“ წარმომადგენლობის გახსნა გადავწყვიტეთ, რადგან კავკასიაში ბრენდის განვითარების პოტენციალი დავინახეთ. ეს იყო არა მხოლოდ ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა, არამედ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნილების გაგება და გათვალისწინება. ჩვენ გვესმოდა, რომ რეგიონს სჭირდებოდა ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებდა მომხმარებელს.
კავკასიის რეგიონის ცენტრად სწორედ თბილისი ავირჩიეთ. გვჯეროდა, რომ სწორედ აქ შეგვეძლო ყველაზე სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნა. რა თქმა უნდა, ჩვენი ხედვა და გეგმა გამართლდა.
როგორ შეაფასებდით „კერხერის“წარმომადგენლობის 10-წლიან საქმიანობას საქართველოში? რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ მიღწევად?
როდესაც წარმომადგენლობას ვხსნიდით, მხოლოდ 3 თანამშრომელი ვიყავით. ახლა კი უკვე ოფიციალურად 63 კოლეგა ვართ. ბრენდი საქართველოს 5 დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. 10 წლის შემდეგ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის უფლება, რომ ვიამაყოთ საქართველოში 7 კერხერ-ცენტრითა და ოფიციალური ონლაინ მაღაზიით. ეს არის ჩვენი გუნდის გაუთავებელი შრომის, ერთგულებისა და ხარისხისადმი ერთგულების შედეგი.
რა იყო ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც ამ წლების განმავლობაში მოუწია კომპანიას?
წარმოიდგინეთ სტარტაპი, რომელსაც არაფერი აქვს, არც ბექგრაუნდი, არც გამოცდილება, არც სისტემა. ჩვენი რეპუტაცია ნულიდან უნდა შეგვექმნა. ამ გზაზე თითოეული ნაბიჯი დიდი გამოწვევა იყო, ყოველი დღე - განვითარება, ყოველი შეცდომა კი - გაკვეთილი. თუმცა ჩვენ გვქონდა მთავარი და ეს იყო სურვილი, უდიდესი სურვილი იმისა, რომ გვეჩვენებინა - შესაძლებელია დასაწყისიდანვე შევქმნათ რაღაც დიდი.
დღეს, როცა გავლილ გზას ვუყურებთ, ვხვდებით, რომ ის, რაც მაშინ შეუძლებლად გვეჩვენებოდა, დღეს ჩვენი ყოველდღიურობაა.
ზოგადად, როგორ შეაფასებთ ბაზარს საქართველოში და რას გვეტყვით თქვენ წილზე?
კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე ჩვენი ბრუნვა ნახევარი მილიონიდან 7 მილიონ ევრომდე გაიზარდა. „კერხერ საქართველოს“ წლიური 20%-იანი ზრდა აქვს. საქართველოში ჩვენი ბაზრის წილის 65% საყოფაცხოვრებო პროდუქტია, ხოლო პროფესიონალური - 35%. ასევე საამაყოა ჩვენი ლოკალური ონლაინ მაღაზია, რომელსაც ბაზრის 16% უკავია.
როგორც ვიცით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პერიოდულად სხვადასხვა აქტივობას ახორციელებთ. მოგვიყევით მათ შესახებ... ზოგადად, როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესისთვის, რომ მსგავს საქმიანობაში იყოს ჩართული?
„კერხერ“ ამაყობს თავისი წვლილით გარემოს დაცვის საქმეში. როგორც ეკომეგობრული ბრენდი, ის ზრუნავს არა მხოლოდ სუფთა სივრცეებზე, არამედ სუფთა მომავალზეც. ჩვენი აპარატები დამზადებულია გადამუშავებადი პლასტმასით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნარჩენების რაოდენობას და პლასტმასის მავნე ზემოქმედებას გარემოზე. თითოეული მოწყობილობა აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა ფილტრებითა და ენერგოეფექტური ძრავებით, რომლებიც ზოგავენ ელექტროენერგიის მოხმარებას.
გარემოზე ზრუნვის ნაწილში აღსანიშნავია ისიც, რომ „კერხერის“ მაღალი წნევით რეცხვის აპარატები მოიხმარს 75%-ით ნაკლებ წყალს, ვიდრე ჩვეულებრივი შლანგით ავტომობილის გარეცხვა. წყლის რესურსების დაზოგვის მიმართულებით ეს უმნიშვნელოვანესია.
მდგრადობის პრინციპები ჩვენი პროდუქციის შეფუთვაშიც აისახება. თითოეული ყუთი გადამუშავებადი ქაღალდით იწარმოება.
გარდა ამისა, ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული დასუფთავების პროექტებში. ვასუფთავებთ გარემოს, ვრეცხავთ ისტორიულ ძეგლებს და მონუმენტებს. ასე ვზრუნავთ არა მხოლოდ ბუნებაზე, არამედ ვიცავთ და ვაახლებთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ზრდას ყოველწლიურად, ყოველდღიურად და ფაქტობრივად, ყოველწუთიერად. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ უბრალოდ ბაზარზე ყოფნა, არამედ ბაზრის ლიდერობა.
R