ავტორი:

ცვლილებები, რომელიც საქართველოში დღეიდან, 1-ლი მაისიდან ამოქმედდა

ცვლილებები, რომელიც საქართველოში დღეიდან, 1-ლი მაისიდან ამოქმედდა

2025 წლის 1-ლი მაისიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება ერთის მხრივ დამსაქმებლებს და მეორეს მხრივ დასაქმებულებს. ასევე ცვლილებები იქნება სესხის რეფინანსირების ნაწილშიც.

"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც დღეიდან მოხდება:

რა იცვლება 1-ლი მაისიდან:

ცვლილებები სესხის რეფინანსირების პროცესში

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ წესების დაცვა, ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან მოუწევთ.

ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება... წაიკითხეთ ვრცლად