ავტორი:

ასაფრენი ბილიკი და სარკინიგზო გზა ერთმანეთს კვეთენ - რომელია მსოფლიოში ყველაზე საშიში აეროპორტი

ასაფრენი ბილიკი და სარკინიგზო გზა ერთმანეთს კვეთენ - რომელია მსოფლიოში ყველაზე საშიში აეროპორტი

არავის სურს იმ თვითმფრინავში აღმოჩნდეს, რომელიც "მსოფლიოს ყველაზე საშიში" აეროპორტიდან მიფრინავს, ან მოფრინავს.

საუბარია ახალ ზელანდიაში, გიზბორნის აეროპორტზე.

  • საქმე ისაა, რომ აეროპორტის მთავარ ასაფრენ ზოლზე სარკინიგზო ხაზი გადის. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავი შეიძლება აქ ზუსტად მაშინ აფრინდეს ან მაშინ დაეშვას, როცა გზას მატარებელი კვეთს.

  • ეს ამბავი შემაძრწუნებლად ჟღერს როგორც პილოტებისთვის, ისე თვითმფრინავის მგზავრებისთვის, თუმცა რეალურად მატარებლები ამ აეროპორტს წელიწადში მხოლოდ 15-ჯერ კვეთენ.

ეს რეალურად, მხოლოდ ზაფხულში და საკრუიზო გემების ვიზიტის დროს ხდება, რადგან ამ უცნაური სცენის დანახვა ტურისტებს ძალიან მოსწონთ.

  • საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებსა და პილოტებს შორის დიდი კოორდინაცია და დაგეგმვაა საჭირო, როდესაც ეს გადაკვეთა ხდება - განსაკუთრებით იმიტომ, რომ აეროპორტი ყოველდღიურად ფუნქციონირებს.

როგორც "დეილი მეილი" წერს, აეროპორტის ხელმძღვანელობისთვის რთული ამოცანაა, მართოს დაფრენა გადამკვეთ ასაფრენ ზოლზე მოქმედი სარკინიგზო მარშრუტის პარალელურად, რომელსაც ასევე, თავისი დაგეგმილი მარშრუტი აქვს. აეროპორტი მთავარი კავშირია გიზბორნის პატარა რეგიონში შესასვლელად და 60-ზე მეტ შიდა ფრენას მასპინძლობს.