ავტორი:

გველის გამო იაპონიაში მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა - "ის ელექტროგადამცემ ხაზზე აცოცდა და..."

გველის გამო იაპონიაში მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა - "ის ელექტროგადამცემ ხაზზე აცოცდა და..."

იაპონიაში ყველაზე დატვირთული ჩქაროსნული მატარებლის ხაზის მუშაობა მას შემდეგ გაჩერდა, რაც ერთი მეტრის სიგრძის გველი ელექტროგადამცემ ხაზს შემოეხვია - ხაზი დაზიანდა და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.

  • ტოკიოსა და ოსაკას შორის მოძრავი "შინკანსენის" მატარებლების გაჩერების ამსახველ კადრებში ჩანდა, როგორ ელოდნენ მატარებლებში მყოფი ადამიანები სერვისის განახლებას. უშუალოდ ვაგონებში დენი არ გამორთულა, განათება და კონდიცირებაც კვლავ მუშაობდა.

  • შეფერხება 1 მაისს, 5.25 საათზე, მაიბარასა და გიფუ-ჰაშიმას სადგურებს შორის მოხდა. გველი ელექტროენერგიის ბოძზე აცოცდა. დენი 7 საათამდე იყო გათიშული.

იაპონიაში "ოქროს კვირის" ეროვნული დღესასწაული დაიწყო, რის გამოც მილიონობით ადამიანი გადაადგილდება, მშობლიურ ქალაქებში ბრუნდება და ოჯახურ არდადეგებზე მიემგზავრება. ამასთან, უამრავი ადამიანი ცდილობს, დაესწროს ოსაკას "ექსპო 2025-ს", რომელიც აპრილის შუა რიცხვებში გაიხსნა და ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ხაზი ყოველდღიურად ტოკიოს, ნაგოიას და ოსაკას მოსახლეობას 370-ზე მეტი მატარებლით აკავშირებს, რომელთაც საშუალოდ 430,000 მგზავრი გადაჰყავთ. საათში 285კმ/სთ-მდე სიჩქარით, იაპონიის დედაქალაქიდან ოსაკამდე მგზავრობას საათნახევარზე ნაკლები სჭირდება.

"შინკანსენს" უსაფრთხოების პრობლემები არასდროს შეჰქმნია. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის წინ გახსნილ მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ხაზზე არც ერთი დაზიანება ან უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

წყარო