ავტორი:

ცხენზე ამხედრებული ნეფე-პატარძალი და ისტორიული ქორწილი ხადას ხეობაში - ვინ არის წყვილი, რომელთა ვიდეოს სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ცხენზე ამხედრებული ნეფე-პატარძალი და ისტორიული ქორწილი ხადას ხეობაში - ვინ არის წყვილი, რომელთა ვიდეოს სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"თუკი რამე ქორწილი ყოფილა, მგონია, რომ ყველაზე საუკეთესოა", "ულამაზესი ქორწილი გაქვთ, ყოჩაღ თქვენ!" - ასეთი კომენტარები მოყვა გიორგი როსტიაშვილის და გვანცა წოწკოლაურის ქორწილის კადრებს, სადაც ჩანს რომ სიძე, პატარძალი და მაყრიონი ცხენებზე ამხედრებული მიემართებიან ხადას ხეობაში...

გიორგი როსტიაშვილს თავად გვიამბობს, თუ როგორ შეძლო ყველასგან განსხვავებული ქორწილი გადაეხადათ...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ყოველთვის მინდოდა დავბრუნებულიყავი წინაპრის მხარეში, საიდანაც როსტიაშვილების გვარი მოდის. ამიტომ გადავწყვიტე მომეძიებინა ყველანაირი საშუალება ამისთვის და ძალიან კარგი ადამიანების დახმარებით ავისრულე ოცნება. ავაშენე მცირე ზომის კოტეჯი და დაოჯახებაც და ჯვრისწერაც აქ გადავწყვიტე ქართულ-ტრადიციულ სტილში.

- თქვენი მეუღლის შესახებ რომ გვითხრათ...

- მეუღლე გვანცა წოწკოლაურია ფშავიდან არის, სოფელ კაწალხევიდან, გვანცაც თბილისში დაიბადა და გაიზარდა... უნივერსიტეტში გავიცანი, ჯგუფელები ვიყავით... პირველად რომ გავიცანი გვარმა მიიქცია ყურადღება და ვკითხე საიდან იყო წარმოშობით, აქედან დაიწყო ჩვენი დაახლოება.

იქიდან გამომდინარე რომ ორივეს გვიყვარს მთა, სადა და უბრალო ცხოვრების წესი, მთის ტრადიციები, გადავწყვიტეთ ეს დღეც მთასთან დაგვეკავშირებინა და ნაციონალურ სამოსში, ცხენებით ავსულიყავით ჯვრის დასაწერად. ამ ყველაფრის დაგეგმვაში მეგობრები დაგვეხმარნენ. 2009 წლიდან ვარ ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის წევრი და ხრიდოლიონების და სხვა მეგობრების დახმარებით გამოვიდა ზუსტად ისეთი დღე, როგორიც მქონდა ჩაფიქრებული.

- სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ამას ელოდით?

- არა, ამას ნამდვილად არ ველოდით..