უკრაინის ახალ სასანქციო პაკეტში ბლოგერი ალექსეი არესტოვიჩიც მოხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული.
დასანქცირებულთა შორის არიან უკრაინის 7 მოქალაქე: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ბლოგერი ალექსეი არესტოვიჩი, პოლიტოლოგი კონსტანტინ ბონდარენკო, ბლოგერი მიროსლა ოლეშკო, პაველ ონიშჩენკო, ალექსანდრ სემჩენკო, დმიტრი ვასილეცი და ალექსანდრ სკუბჩენკო.
სანქციები ასევე შეეხოთ რუს პროპაგანდისტებს ანასტასია კაშევაროვასა და სტანისლავ ბერნვალდს.
1 მაისს გამოქვეყნებული სხვა განკარგულებების თანახმად, სანქციები კიდევ 66 პირს შეეხო.