მეცნიერებმა, რომლებიც ახალგაზრდებში ნაწლავის კიბოს შემთხვევების საგანგაშო ზრდას იკვლევენ დაასკვნეს, რომ გამომწვევი მიზეზი ბაქტერიული ტოქსინი კოლიბაქტინია. მათი თქმით, ბავშვობაში ამ ბაქტერიის ზემოქმედებამ შესაძლოა მოგვიანებით კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს.
აღმოჩნდა, რომ 40 წლამდე პაციენტებში, აღმოჩენილი იყო დამახასიათებელი გენეტიკური მუტაციები, რომლებიც წარმოიქმნება E. coli-ის ზოგიერთი სახეობის მიერ გამოყოფილი ტოქსინის, კოლიბაქტინის ზემოქმედების შედეგად. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ ტიპის მუტაცია, სავარაუდოდ, შეიძლება წარმოიშვას ბავშვობის პერიოდში (10 წლამდე ასაკში), როცა ნაწლავის მიკრობიომი ჯერ კიდევ ყალიბდება.
ინფექცია რჩება ორგანიზმში, ან მუტაციური ზეგავლენა ნარჩუნდება ათწლეულების განმავლობაში, სანამ გადაიქცევა სიმსივნედ.
"ეს მუტაციის ნიმუშები გენომში ერთგვარი ისტორიული ჩანაწერია და ისინი მიუთითებს კოლიბაქტინის ადრეულ ასაკში ზემოქმედებაზე, როგორც დაავადების ადრეული დაწყების მამოძრავებელ ძალაზე“, - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგი ლუდმილ ალექსანდროვი.