მილიარდერ ბილ გეითსის ქალიშვილმა, ფიბი გეითსმა პოპულარულ პოდკასტში, "Call Her Daddy“, რომლის წამყვანიც ალექს კუპერი იყო. შემთხვევით ოჯახური “საიდუმლო“ გაამხილა.
სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მამამისზე საუბრისას ახსენა, რომ Microsoft-ის თანადამფუძნებელს ასპერგერის სინდრომი აქვს.
აღნიშნული სინდრომის შესახებ ბილ გეითსს საჯაროდ არასდროს უსაუბრია.
მილიარდერმა ადრე თქვა, რომ მისი მდგომარეობა აუტიზმის სპექტრის ნიშან-თვისებებთან იდენტიფიცირდებოდა, თუმცა კონკრეტულ დიაგნოზზე არასდროს უსაუბრია. ფიბის განცხადება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოჯახის წევრმა პირდაპირ დიაგნოზი თქვა.
69 წლის მილიარდერი ქალიშვილის განცხადებას საჯაროდ არ გამოხმაურებია. თუმცა, 2023 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში გეითსმა დაწერა, რომ “ბავშვი რომ იყოს, სავარაუდოდ, აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზს დაუსვამდნენ“.
წიგნში მან აღწერა, თუ როგორ უჭირდა ბავშვობაში სოციალურად ურთიერთქმედება და ხშირად როგორ კონცენტრირდებოდა გარკვეულ ინტერესებზე - ეს არის ასპერგერის სინდრომის კლასიკური მახასიათებლები, რომელიც ამჟამად აუტიზმის სპექტრის ნაწილად ითვლება.
ასპერგერის სინდრომი - ეს არის განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრული ქცევები.
იხილეთ ასევე: