გამოძიების ინფორმაციით, მსახიობმა და ტელეწამყვანმა რასელ ბრენდმა სასტუმროში ქალი გააუპატიურა, მეორე ქალი საპირფარეშოში შეათრია და იძალადა, რადიოს თანამშრომელს კი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აკოცა.
მას ბრალი ედება 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში ბრიტანეთში მომხდარი ძალადობის ორ ეპიზოდში.
გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდოდ, 1999 წელს ბორნმუთის სასტუმროში მან ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ ქალი გააუპატიურა.
ასევე, 2004 წელს ერთ-ერთ სოჰოში, წვეულების შემდეგ, ქალზე სექსუალურად იძალადა. ბრენდს ბრალი ედება ასევე რადიოს თანამშრომლისთვის ძალით კოცნის გამო.
რასელ ბრენდის წინააღმდეგ გამოძიება 2023 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც The Sunday Times-მა და Channel 4-მა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა ბრალდებებს ქალების მიმართ მისი მოპყრობის შესახებ.
გამოძიების დაწყების შემდეგ რასელ ბრენდმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ არასდროს ყოფილა მოძალადე.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ სანამ ცოლი და ოჯახი მეყოლებოდა, სულელი ვიყავი. თუმცა არასდროს მქონია სექსი პარტნიორის თანხმობის გარეშე. ვლოცულობ, რომ ეს ჩემს თვალებში ამოიკითხოთ", - წერდა რასელ ბრენდი.