ავტორი:

"შენ ყველაფერი ხარ, რაზეც შეიძლებოდა მეოცნება" - დევიდ ბეკჰემი 50 წლის გახდა: როგორ ულოცავს ვიქტორია მას დაბადების დღეს

"შენ ყველაფერი ხარ, რაზეც შეიძლებოდა მეოცნება" - დევიდ ბეკჰემი 50 წლის გახდა: როგორ ულოცავს ვიქტორია მას დაბადების დღეს

დევიდ ბექჰემი 50 წლის გახდა. ყოფილ ფეხბურთელს ცოლმა, ვიქტორია ბექჰემმა ემოციურად მიულოცა. Spice Girls-ის ყოფილი ვარსკვლავის თქმით, მეუღლე "მას ავსებს და ყველაფერია, რაზეც შეიძლებოდა, ეოცნება".

ვიქტორიამ სპორტსმენის ფოტოებით აწყობილი ვიდეოკოლაჟი გააზიარა და დაწერა, თუ როგორ "ავსებს მას" დევიდი.

"როდესაც ამ ვიდეოს ვუყურებ, ვფიქრობ, "ვაუ... როგორ გამიმართლა!!" შენ ყველაფერი ხარ, რაზეც შეიძლებოდა მეოცნება, და ამაზე მეტიც კი. გილოცავ 50 წლის იუბილეს! უსასრულოდ მიყვარხარ შენ და ჩვენი ლამაზი ოჯახი. მავსებ!" - წერს ვიქტორია.

კადრებში იყო საკმაოდ ძველი ფოტოებიც და ოჯახის ერთობლივი სურათებიც. გამორჩეული მომენტები ასევე მოიცავდა დევიდის ცნობილ ვარცხნილობებს წლების განმავლობაში და მათი ოთხი შვილის: ბრუკლინის, რომეოს, კრუზის და ჰარპერის ფოტოებსაც.

წყარო