გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მთლიანად ექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ავრცელებს.
"ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული კონცეფცია რომელიც პარტიაში დომინანტურია, არ შეესაბამება თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მისი მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობის აღკვეთა, მათ მიმართ ისეთი მოპყრობა რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის განცხადებაში.
ამასთან, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფაზერმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.
"AfD წარმოადგენს ეთნიკურ კონცეფციას, რომელიც დისკრიმინაციას უწევს მოსახლეობის ჯგუფებს და მიგრაციის ისტორიის მქონე მოქალაქეებს ისე ეპყრობა, როგორც მეორეხარისხოვან გერმანელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.