კენსინგტონის სასახლემ პრინცესა შარლოტას მე-10 დაბადების დღის აღსანიშნავად ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ის უელსის პრინცისა და პრინცესას შუათანა შვილი და ერთადერთი ქალიშვილია. გოგონა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მესამეა - მამის, პრინც უილიამისა და უფროსი ძმის, პრინც ჯორჯის შემდეგ.
როგორც ირკვევა, ფოტო შარლოტას დედამ, პრინცესა ქეითმა, როდესაც ისინი ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, კამბრიაში იმყოფებოდნენ.
ფოტოზე პრინცესა შარლოტა გამოსახულია გორაკების ფონზე და ლაშქრობისთვისაა ჩაცმული. ცნობილია, რომ ოჯახს უყვარს დროის გატარება სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით ლაშქრობაში.
პრინცესას სრული სახელია შარლოტა დაიანა ელიზაბეთი. მისმა მშობლებმა სახელი სამეფო ოჯახის ორი ყველაზე ცნობილი ქალის - პრინცი უილიამის დედის, პრინცესა დაიანას და მისი ბებიის, დედოფალ ელისაბედის მიმართ პატივისცემის ნიშნად აირჩიეს.
დედოფალმა ელისაბედმა ტახტის მემკვიდრეობის ხაზში ცვლილებები 2013 წელს, შარლოტას დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანა. ახალი წესების თანახმად, მამრობითი სქესის მემკვიდრეებს აღარ აქვთ პრიორიტეტი ქალი მემკვიდრეების მიმართ.
ამგვარად, 2015 წელს დაბადებული შარლოტა პირველი ბრიტანელი პრინცესა გახდა, რომელსაც ტახტის მემკვიდრეობის საკითხში უმცროს ძმასთან შედარებით პრიორიტეტი ჰქონდა.