ავტორი:

ქართულ მართვის მოწმობას საბერძნეთშიც აღიარებენ - რა წერია შეთანხმებაში?

ქართულ მართვის მოწმობას საბერძნეთშიც აღიარებენ - რა წერია შეთანხმებაში?

ქართულ მართვის მოწმობას საბერძნეთშიც აღიარებენ. როგორც მთავრობებს შორის შეთანხმებაში ვკითხულობთ, მართვის მოწმობების აღიარება ორმხრივია.

კერძოდ, ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მართვის მოწმობები დამატებითი გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვალონ.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ხელშემკვრელი მხარის [საქართველო-საბერძნეთი) საგზაო მოძრაობის შესახებ რეგულაციები და საგზაო ნიშნები შესაბამისობაშია 1968 წლის 8 ნოემბერს ვენაში მიღებულ კონვენციასთან, მხარეები ორმხრივად აღიარებენ მოქმედ მართვის მოწმობებს (გარდა დროებითი, გამოსაცდელი და სხვა მსგავსი ტიპის მართვის მოწმობებისა). გააგრძელეთ კითხვა