ავტორი:

მამაკაცმა, რომელმაც წლების განმავლობაში შხამიან გველებს თავი განზრახ დააკბენინა, შხამის საწინააღმდეგო "უპრეცედენტო" საშუალება შექმნა - რა დეტალებზე საუბრობენ მეცნიერები

მამაკაცმა, რომელმაც წლების განმავლობაში შხამიან გველებს თავი განზრახ დააკბენინა, შხამის საწინააღმდეგო "უპრეცედენტო" საშუალება შექმნა - რა დეტალებზე საუბრობენ მეცნიერები

მეცნიერების თქმით, ამერიკელი მამაკაცმა, რომელსაც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში განზრახ შეჰყავდა სისხლში გველის შხამი, შხამის საწინააღმდეგო „უპრეცედენტო“ საშუალება შექმნა - ცხოველებზე ჩატარებული ტესტების შედეგად, ტიმ ფრიდეს სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულები სხვადასხვა სახეობისგან მიღებული ლეტალური დოზებისგან იცავს.

საერთო ჯამში, ფრიდემ 200-ზე მეტი ნაკბენი და 700-ზე მეტი ინექცია გადაიტანა მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი გველებისგან, მათ შორის მამბების, კობრების, ტაიპანებისა და კრაიტებისგან.

თავდაპირველად მას იმუნიტეტის გაძლიერება სურდა. თუმცა, კობრას ორი ნაკბენის შედეგად კომაში ჩავარდა.

„არ მინდოდა სიკვდილი. არ მინდოდა თითის დაკარგვა. არ მინდოდა სამსახურის გაცდენა“, - განუცხადა მან BBC-ს.

მისი მოტივაცია დანარჩენი მსოფლიოსთვის უკეთესი თერაპიების შემუშავება გახდა: „ეს უბრალოდ ცხოვრების წესად იქცა. ყველაფერს ვაკეთებდი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემგან 8000 მილის დაშორებით ცხოვრობენ და გველის ნაკბენით იღუპებიან“.

ამჟამად, შხამის საწინააღმდეგო საშუალება ცხოველებში გველის შხამის მცირე დოზების შეყვანით მზადდება. მათი იმუნური სისტემა შხამს ანტისხეულების გამომუშავებით ებრძვის, რომლებიც თერაპიის სახით გამოიყენება.

თუმცა, შხამი და შხამის საწინააღმდეგო ნივთიერება ზუსტად უნდა შევადაროთ ერთმანეთს, რადგან შხამიანი ნაკბენის ტოქსინები სახეობების მიხედვით განსხვავდება - ერთი და იგივე სახეობის ფარგლებშიც კი დიდი მრავალფეროვნებაა - ინდოეთში გველებისგან დამზადებული შხამის საწინააღმდეგო საშუალება ნაკლებად ეფექტურია შრი-ლანკაში იგივე სახეობის წინააღმდეგ.

მკვლევართა ჯგუფმა დაიწყო იმუნური თავდაცვის ისეთი ტიპის ძიება, რომელსაც ფართოდ განეიტრალებული ანტისხეულები ეწოდება..

კვლევა ფოკუსირებული იყო ელაპიდებზე - შხამიანი გველების ორი ოჯახიდან ერთ-ერთზე - როგორიცაა მარჯნის გველები, მამბები, კობრები, ტაიპანები და კრაიტები.

მკვლევრებმა 19 ელაპიდი შეარჩიეს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პლანეტის ყველაზე სასიკვდილო გველებს შორის არიან. შემდეგ მათ ბატონი ფრიდეს სისხლში დამცავი მექანიზმების ძებნა დაიწყეს.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, ცხოველები შხამიანი გველის 19 სახეობიდან 13-ის სასიკვდილო დოზას გადაურჩნენ.

წყარო