ავტორი:

"სანქციები უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება" - დიმიტრი გვრიტიშვილი

"სანქციები უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება" - დიმიტრი გვრიტიშვილი

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ისინი უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მტკიცებულებების გარეშე ბრალი დასდო კორუფციაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა, - ამის შესახებ მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

  • მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება [სანქციებზე] პოლიტიკურია და გარკვეული დღის წესრიგიდან გამომდინარე არის მიღებული.

"სანქციები უსაფუძვლოა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება განპირობებული გარკვეული დღის წესრიგიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, ეს იქნება ბრიუსელში, ევროკავშირში თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში, არსებობენ გარკვეული ძალები, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი შეიძლება მიუღებელი იყოს. ამის გამო მოსამართლეებისა და მით უმეტეს მათი ოჯახების მიმართ სანქციების დაწესება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ისინი უსამართლოა და არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. მტკიცებულებების გარეშე ვინმეს ბრალი დასდო კორუფციაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.