ტრაგედია დატრიალდა სამეგრელოში. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება
გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ჟორჟოლიანია. ის ქუთაისიდან იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
გიორგი ჟორჟოლიანი დისტრიბუტორად მუშაობდა. მასზე წარსულში საუბარი მის ახლობლებს ძალიან უჭირთ.
"საშინელება ტრიალებს. გიოს ორი პატარა შვილი დარჩა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჩასძინებია და შემდეგ მომხდარა ეს ავარია, როგორც სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ჩვენც ეს ინფორმაცია გვაქვს. დისტრიბუტორად მუშაობდა. ძალიან ზრდილობიანი პატიოსანი მშრომელი ბიჭი იყო ოჯახზე მზრუნველი. მომხდარით შეძრულები ვართ, საუბარი გვიჭირს" - გვიყვება ახლობელი.
წაიკითხეთ ასევე: