აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კათოლიკეთა ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში - ფოტოზე დონალდ ტრამპი რომის პაპად არის წარმოდგენილი.
ნიუ იორკის შტატის კათოლიკურმა კონფესიამ ტრამპი რწმენის დაცინვაში დაადანაშაულა. პოსტი გავრცელდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ტრამპმა ჟურნალისტებთან იხუმრა და თქვა: "მინდა, პაპი ვიყო".
ვატიკანის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე უარი თქვა ტრამპის პოსტთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთებაზე.
აღნიშნული პოსტის გამო ტრამპი ასევე გააკრიტიკა იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ.
კრიტიკას უპასუხეს თეთრ სახლში:
"პრეზიდენტი ტრამპი იტალიაში ჩაფრინდა, რათა პატივი მიეგო პაპ ფრანცისკესთვის და დასწრებოდა მის დაკრძალვას. ის კათოლიკეებისა და რელიგიური თავისუფლების ერთგული დამცველი იყო“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა.