ავტორი:

აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - რას წერს ადგილობრივი მედია

აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - რას წერს ადგილობრივი მედია

გასულ ღამით აშშ-ში, დასავლეთ ტეხასსა და სამხრეთ აღმოსავლეთ ნიუ მექსიკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდა იყო

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 6.27 კილომეტრი იყო.

სამაშველო სამსახურებში აცხადებენ, რომ მიწისძვრა ბევრმა მაცხოვრებელმა იგრძნო, მაგრამ შეტყობინება ნგრევისა და რაიმე სახის დაზიანების შესახებ არ შესულა.