ავტორი:

ბენი ბლანკომ სელენა გომესს უღალატა? - "ტერეზა მომღერლის საუკეთესო მეგობარი იყო, თუმცა..."

ბენი ბლანკომ სელენა გომესს უღალატა? - "ტერეზა მომღერლის საუკეთესო მეგობარი იყო, თუმცა..."

ჰოლივუდის ვარსკვლავის სელენა გომესის პირადი ცხოვრება კვლავ მისი მილიონობით გულშემატკივრის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სელენას საქმრომ, ბენი ბლანკომ უღალატა.

ფანების მტკიცებით ბენი ბლანკომ სელენას ტერეზა მარისთან უღალატა. ტერეზა სელენას ყოფილი მეგობარია, რომელთანაც ახლა ფანების მტკიცებით, მომღერალს რთული ურთიერთობა აქვს და "ინსტაგრამიდანაც" კი წაშალა.

ამას წინ უძღოდა ინტერნეტსივრცეში ტერეზასა და ბენი ბლანკოს საერთო ფოტოების გავრცელება სადაც ჩანდა, როგორ ერთობოდნენ ისინი. ფანებს შორის მაშინვე გაჩნდა ეჭვი ღალატის შესახებ.

არც სელენასა და არც ბენი ბლანკოს ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ზოგიერთი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უსაფუძვლოა და რეალურად ბენსა და სელენას იდეალური ურთიერთობა აქვთ.