ბრაზილიის პოლიციამ რიო-დე-ჟანეიროში ლედი გაგას კონცერტზე ბომბის აფეთქების გეგმა ჩაშალა.
რიო-დე-ჟანეიროს შტატის სამოქალაქო პოლიციამ, იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებმა სოციალურ მედიაში პოპულარობის მოპოვების მიზნით იმპროვიზირებული ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით სცადეს აფეთქების მოწყობა.
გავრცელებული ინფორმაციით, უფასო კონცერტზე დასასწრებად 2 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
სავარაუდო ორგანიზატორი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, მოზარდი კი ბავშვების პორნოგრაფიის შენახვისთვის დაკავდა.
მასშტაბური უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში, ლედი გაგას კონცერტზე 5000 პოლიციელი იყო მობილიზებული და დამსწრეებს მეტალოდეტექტორების გავლა მოუწიათ. ღონისძიების კონტროლისთვის ასევე გამოიყენეს დრონები და სახის ამოცნობის კამერები.
წყარო:bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა