ავტორი:

ქვის ცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქვის ცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

აკრძალვის მიზეზი ქვის ცვენა გახდა.

კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.