2024 წლის 12 აგვისტოს, სოფელ ორბეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
უცნობმა პირებმა, სცემეს 43 წლის თემურ გოგიშვილს და არასრულწლოვნებს, რომლებიც მას თან ახლდნენ. გოგიშვილმა ცემის დროს გონება დაკარგა, ის უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 29 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ნაცემი იყო გოგიშვილის არასრულწლოვანი შვილიც.
შსს-მ მომხდარის შემდეგ 3 ადამიანი დააკავა, მეოთხე ამ დრომდე იძებნება. გამოძიება სხვა შესაძლო დამნაშავეებსაც ეძებს.
განაჩენი აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით მალე გამოცხადდება. მანამდე კი გარდაცვლილის მეუღლე “რუსთავი 2“-თან მომხდარის დეტალებს იხსენებს.