ავტორი:

რა შემთხვევაში შეიძლება ჯობდეს 2020 წლიანი ავტომობილი 2023 წლიანს? - აუქციონზე ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული რჩევები კომპანია Carmall-ისგან

რა შემთხვევაში შეიძლება ჯობდეს 2020 წლიანი ავტომობილი 2023 წლიანს? - აუქციონზე ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული რჩევები კომპანია Carmall-ისგან

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 1,8 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. ეს ციფრი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში არსებული ავტოპარკი მეტ-ნაკლებად მსოფლიო ტენდენციებს ასახავს.

გასული წლები საავტომობილო ბაზრისთვის, გარკვეული ცვლილებების პერიოდი იყო. განსაკუთრებით შესამჩნევი ჩინური კომპანიების ზრდა გახლდათ. 2024 წლის ტოპ 10 ავტომწარმოებელი გაყიდული ავტომობილების რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. Toyota Group (Toyota, Lexus, Daihatsu, Hino) - 10.82 მილიონი ერთეული, იაპონია;
  2. Volkswagen Group (Volkswagen, Audi, Porsche, Škoda, SEAT, Lamborghini, Bentley, Bugatti, Ducati) - 9.03 მილიონი ერთეული, გერმანია;
  3. Hyundai-Kia (Hyundai, Kia, Genesis)- 7.23 მილიონი ერთეული, სამხრეთ კორეა;
  4. Renault-Nissan Alliance (Renault, Nissan, Mitsubishi, Dacia, Infiniti, Lada, Alpine)- 6.24 მილიონი ერთეული, საფრანგეთი/იაპონია;
  5. General Motors (GM - Chevrolet, GMC, Cadillac, Buick, Baojun, Wuling) - 5.96 მილიონი ერთეული, აშშ;
  6. Stellantis (Abarth, Alfa Romeo, Chrysler, Citroën, Dodge, DS, Fiat, Jeep, Lancia, Maserati, Opel, Peugeot, Ram Trucks, and Vauxhall) - 5.32 მილიონი ერთეული, ნიდერლანდები;
  7. Honda (Honda, Acura) - 4.10 მილიონი ერთეული, იაპონია;
  8. Ford Motor Company (Ford, Lincoln) - 3.87 მილიონი ერთეული, აშშ;
  9. BYD (BYD, Yangwang, Denza) - 4.27 მილიონი ერთეული, ჩინეთი;
  10. Suzuki (Suzuki, Maruti Suzuki) - 3.09 მილიონი ერთეული, იაპონია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო ტენდენციები ქართულ ბაზარზეც აისახება. საქართველოში ავტომობილების იმპორტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. როგორც წესი, მანქანების შეძენა სხვადასხვა ქვეყნის აუქციონებზე ხდება. არსებობენ სპეციალური კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს აუქციონზე ვაჭრობაში ეხმარებიან. ბაზარი ამ მიმართულებით ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე კი კომპანია Carmall-ია, რომელიც მომსახურების სტანდარტის აწევაზე ინტენსიურად მუშაობს. კომპანიის გაყიდვების დირექტორი გიორგი სოზაშვილი აუქციონზე ავტომობილის შეძენის უპირატესობებზე, ასევე სწორად შერჩევაზე გვესაუბრება.

თავდაპირველად, მოგვიყევით Carmall-ის ისტორია, როდის შეიქმნა ის და რა გამოცდილებას ფლობს ავტომობილების ჩამოყვანის მიმართულებით?

Carmall 2022 წელს შეიქმნა. საავტომობილო სფეროში გამოცდილმა ადამიანებმა გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კომპანია, რომელიც მანქანის ყიდვის პროცესს სტანდარტიზებულს გახდიდა და ამ მიმართულებას განვითარების სხვა ეტაპზე აიყვანდა.

კომპანიისთვის შექმნის მომენტიდან ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის სურვილები, საქმიანობის მთავარი პრინციპი კი გამჭვირვალობაა.

ამჟამად Carmall ორი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას. პირველი გახლავთ ავტომობილების იმპორტი. მეორე მხრივ, ადგილზე გვაქვს ავტოპარკი, რომელიც 150-მდე მანქანას მოიცავს და მათ რეალიზაციას ვახდენთ. მანქანები Carmall-ის კრიტერიუმებით არის შეფასებული და 1-წლიანი გარანტიით იყიდება.

როგორც აღნიშნეთ, Carmall-ის მიზანი ბაზარზე გარკვეული სტანდარტების დაწესებაა. როგორ შეაფასებთ ამჟამად არსებულ ბაზარს? კონკურენცია რამდენად მძაფრია?

დიახ, ჩვენი მიზანია, რომ დავაწესოთ სტანდარტის ჩარჩოები და საზღვარგარეთ ავტომობილის შეძენის პროცესი სტანდარტიზებული გავხადოთ.

საქართველოს ბაზარზე ნამდვილად ბევრი კომპანიაა. მიუხედავად ამისა, მე ვიტყოდი, რომ ეს სფერო განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ქვეყანაში ნამდვილად ბევრი მანქანა ჩამოდის, მაგრამ პროცესი არ არის დარეგულირებული. მომხმარებლისთვის მანქანის აუქციონზე შეძენა და საქართველოში ჩამოყვანა არ უნდა იყოს არც სტრესული და არც რისკებთან დაკავშირებული. სწორედ ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ და ჩვენი კომპანიის ფარგლებში მივაღწიეთ კიდეც. ვფიქრობ, ეტაპობრივად, ბაზარიც დაიხვეწება და საერთო სტანდარტებში ჩაჯდება.

ავტომობილის საზღვარგარეთ აუქციონზე შეძენას რა უპირატესობები აქვს ადგილზე შეძენასთან შედარებით?

მანქანის აუქციონზე შეძენას ბევრი უპირატესობა გვაქვს. მათ შორის მთავარი კი ფასი და ხარისხია. ერთი და იმავე ბიუჯეტით აუქციონზე ბევრად უკეთესი მანქანის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. აუქციონზე გამოტანილი მანქანის ისტორიის შემოწმება დეტალურად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ზუსტად ვიცით, რას ვყიდულობთ და ფასთან შესაბამისობაში ვამოწმებთ. საქართველოში არსებული ავტომობილის შეძენისას ასეთი ზუსტი ინფორმაციის მიღება ვერ ხდება.

ზოგადად, რამდენად უსაფრთხოა ის მეორადი ავტომობილები, რომლებიც საქართველოში შემოდის?

გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მეორადი ავტომობილი უსაფრთხოა. აშშ-ში ყველანაირი მანქანა იყიდება, თუმცა აუქციონზე გარანტირებულად უსაფრთხო ავტომობილის შეძენა შესაძლებელია. ამ დროს აუცილებელია, რომ მომხმარებელი თანამშრომლობდეს გამოცდილ კომპანიასთან, რომელსაც რისკების ექსპერტების კვალიფიციური გუნდი ჰყავს. შეძენისას დეტალურად უნდა შემოწმდეს თითოეული დეტალი, რომელიც პოტენციურად რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ფაქტობრივად, შანსი არ არსებობს, რომ Carmall-ის ექსპერტმა მანქანა სათანადოდ ვერ შეაფასოს. არათუ ისტორიის შესწავლის, არამედ ვიზუალური დათვალიერებითაც კი ვხვდებით, რა მდგომარეობაშია ავტომობილი.

ავტომობილები მხოლოდ აშშ-შან ჩამოგყავთ? რატომ?

დიახ, მხოლოდ აშშ-დან ჩამოგვყავს, რადგან მხოლოდ ამ ქვეყანაშია შესაძლებელი დეტალურად შემოწმდეს, თუ რა გზა გაიარა ავტომობილმა ქარხნიდან გამოსვლის დღიდან აუქციონზე გამოტანამდე. ისტორიაში ჩანს, რამდენი მეპატრონე ჰყავდა, რა დატვირთვით მუშაობდა, დღის განმავლობაში რამდენ კმ-ს გადიოდა, რამდენად ხშირად უცვლიდნენ ზეთს, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზიანება მხოლოდ ავარიას არ გულისხმობს. მას შეიძლება ჰქონოდა ქარხნული წუნიც და ცენტრში ყოფილიყო გამოძახებული სერვისზე. ეს საკმაოდ ხშირად ხდება. ამ დროს მანქანა შეიძლება იყოს დაუზიანებელი, მაგრამ მას კონკრეტულ დეტალზე ჰქონდეს პრობლემა.

აშშ-ში ამ ყველაფრის გარკვევა შესაძლებელია და შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლები იღებენ ზუსტად ისეთ ავტომობილს, როგორის მოლოდინიც აქვთ.

აშშ-დან ავტომობილის ჩამოყვანას საშუალოდ რა დრო სჭირდება?

2-3 თვე. ეს პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი შტატიდან და ქალაქიდან მოდის მანქანა. აშშ-ში 1400-მდე ქალაქია, სადაც აუქციონები იმართება. თითოეულიდან ჩამოყვანას თავისი კონკრეტული დრო აქვს.

აუქციონზე მანქანის შეძენისას როგორ ხდება თანხის გადანაწილება?

Carmall-ში თანხის გადანაწილება ორგვარად ხდება. სტანდარტული პროცესი გულისხმობს ავტომობილის ღირებულებისა და აუქციონის მოსაკრებლის შეძენის მომენტში გადახდას, ფოთის პორტში ჩამოსვლისას კი ტრანსპორტირების თანხის გადახდა ხდება.

პარალელურად, ჩვენ შევქმენით მეორე, მომხმარებელზე მეტად მორგებული შეთავაზება. მის ფარგლებში, ავტომობილის ღირებულება ორად იყოფა. პირველ ნაწილს მომხმარებელი შეძენის დროს იხდის, მეორეს კი - ტრანსპორტირების თანხასთან ერთად. ეს გახლავთ ჩვენი შიდა შეთავაზება, რომელსაც საბანკო მომსახურებასთან კავშირი არ აქვს და შესაბამისად, პროცენტის დამატება არ ხდება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ Carmall-ის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობაა. რამდენად და როგორ არის ჩართული მომხმარებელი? და ზოგადად, როგორია ეს პროცესი?

ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ის გახლავთ, რომ მომხმარებელი სრულად არის ჩართული ავტომობილის ყიდვის პროცესში. მას ენიშნება პერსონალური მენეჯერი, რომელიც აქტიური კომუნიკაციით არკვევს, რომელი მანქანა უნდა. ძალიან ბევრ კითხვას სვამს, რომ ზუსტად შერჩეული ავტომობილი შესთავაზოს. ეს პროცესი მაქსიმუმ 2 კვირა გრძელდება. ხშირად მომხმარებელს, რომელსაც კონკრეტული ბიუჯეტი აქვს, ჰგონია, რომ ამა თუ იმ მოდელს ვერ იყიდის, მაგრამ ჩვენი პერსონალური მენეჯერი ახერხებს მოლოდინზე მეტი შესთავაზოს.

კონკრეტული მოდელის შერჩევის შემდეგ საქმეში ერთვება ექსპერტთა გუნდი. ეს გახლავთ 8 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელიც დიდ მონიტორზე აკვირდება თითოეულ ავტომობილს და მომხმარებელს ზუსტ დასკვნას აძლევს. ისინი აფასებენ თითოეულ უმცირეს რისკსაც კი და გასცემენ რეკომენდაციებს. თუ ექსპერტთა გუნდმა დაგვიდასტურა ავტომობილი და მომხმარებელსაც მოეწონა, ვიწყებთ აუქციონზე თამაშს. ამ დროს მყიდველი ან ჩვენთან, ადგილზე ესწრება ყიდვის პროცესს ან ონლაინ არის ჩართული, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. შეიძლება აუქციონის ბედი 50 დოლარმა გადაწყვიტოს და ეს აუცილებლად მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს, რა თანხამდე სურს თამაში.

რას ურჩევთ მომხმარებლებს, რა ძირითად საკითხებს უნდა მიაქციოს მყიდველმა ყურადღება?

როგორც გითხარით, Carmall-ში ავტომობილის შეძენის პროცესში ექსპერტთა გუნდია ჩართული და მომხმარებელს დამოუკიდებლად არ უწევს შეფასება და გადაწყვეტილების მიღება. ისინი მანქანის თითოეულ დეტალს აფასებენ.

რაც შეეხება ზოგად რჩევებს, მომხმარებლებს ვეტყვი, რომ ყურადღება მიაქციონ მანქანის კომპლექტაციას. მაღალი კომპლექტაციის მანქანა უფრო ძვირია, მაგრამ მას მოაქვს კომფორტი.

ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ მანქანის გამოშვების წლისა და გარბენის შეფარდებას. პირობითად, თუ 2020 და 2023 წლის ავტომობილებს ერთი და იგივე გარბენი აქვს, უმჯობესია, 2020 წლის იყიდოთ. ეს ნიშნავს, რომ მან ნაკლები დატვირთვით აქვს ნამუშევარი, ვიდრე 2023 წელს გამოშვებულს.

აუქციონზე შეძენისას გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინ ყიდის მანქანას. უმჯობესია, იყიდოთ სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოტანილი მანქანა, ვიდრე ინდივიდუალური მფლობელის.

NS