ქალი, რომელიც აშშ-ის ვისკონსინის შტატიდან 60 წლის წინ გაუჩინარდა, იპოვეს - ის ცოცხალი და ჯანმრთელია,
როდესაც გაუჩინარდა ოდრი 20 წლის იყო.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გაუჩინარება ბეკბერგის პირადი არჩევანი იყო და არა რაიმე კრიმინალური საქმიანობის ან ბოროტმოქმედების შედეგი", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ვისკონსინის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, ბეკებერგმა ოჯახის სახლი 1962 წლის 7 ივლისს დატოვა.
The Charley Project-ი, რომელიც დაკარგულ პირებს აღწერს, ქალის შესახებ წერს, რომ ის 15 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ქორწინება "პრობლემური იყო" და ოდრი ძალადობის მსხვერპლი იყო. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ბეკბერგმა ქმრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და ამტკიცებდა, რომ რონალდმა ის სცემა და მოკვლით დაემუქრა.
დეტექტივმა აიზეკ ჰენსონმა, რომელმაც ოდრი იპოვა, განაცხადა, რომ მისი ადგილმდებარეობის დადგენა მისი დის Ancestry.com-ის ანგარიშის მეშვეობით შეძლო.
ვფიქრობ, ის უბრალოდ წავიდა, რაღაცები დაივიწყა და თავის საქმეს მიჰყო ხელი, თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა... ბედნიერი იყო. თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული იყო და არაფერს ნანობდა", აცხადებს დეტექტივი.