იცოდი, რომ მსოფლიოში ადამიანები ყოველდღიურად საშუალოდ 6 საათსა და 36 წუთს ინტერნეტში ატარებენ? ერთ დღეში ჩვენს ტვინს 74 გიგაბაიტ ციფრული ინფორმაციას ვაწვდით, რაც იგივეა, რომ 16 ფილმს უწყვეტ რეჟიმში უყურო. ამ ყველაფრის დაახლოებით 10% -ს კი სარეკლამო კონტენტი შეადგენს. ანუ დღეში საშუალოდ, 6 000–10 000-მდე სხვადასხვა ბანერი, ვიდეოპრეროლი, pop-up და სხვა სარეკლამო გზავნილი გხვდება.
ახლა წარმოიდგინე, რა სირთულეს აწყდებიან მარკეტოლოგები, რომლებმაც უნდა შეძლონ, რომ შენი ყურადღების ფოკუსირება იმ რეკლამების ზღვაში, რომელიც ყოველდღე თვალწინ ჩაგიქროლებს, ისე მიმართონ, რომ სწორედ მათი პროდუქტი დაიმახსოვრო.
როგორ შეიცვალა ინტერნეტ მომხმარებლების ქცევა და როგორ ტრანსფორმირდა რეკლამა
დღევანდელ ციფრული სივრცეში მომხმარებლის ყურადღების მოდუნებული ინტენსივობა მარკეტოლოგებს აიძულებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, არამედ მრავალფეროვანი ფორმატების შექმნას. თუკი ადრე, ადამიანებს აკმაყოფილებდათ ონლაინ მედიაში სტატიების კითხვა, ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ტექსტუალური კონტენტი და SEO-ის ოპტიმიზაცია საკმარისად აღარ არის. 2025 წელს, თუ გინდა, რომ შენი კომპანია/ბრენდი ფართო აუდიტორიას გააცნო, მულტიმედიას და კონტენტის დივერსიფიკაციას უნდა მიმართო: Facebook–ის ქარდები, Instagram-ისა და Facebook- ის Reels-ები, Story-ები და TikTok–ის მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები წარმატების გასაღებია, რადგან ყველა პლატფორმა განსხვავებულ აუდიტორიაზე წვდომას მოიცავს.
სარეკლამო სტატიის მრავალფეროვანი ფორმით გავრცელების მეთოდს მიმართავენ მსოფლიოს წამყვანი ონლაინ-გამოცემები. მშრალი და აკადემიური სარეკლამო ტექსტების ნაცვლად, ინტერნეტ მომხმარებლებს იმ პროდუქტზე (კომპანიაზე) რეალურად საინტერესო, სასარგებლო და გამოსადეგ ინფორმაციას აწვდიან. ონლაინ მედიაში ეს შეიძლება იყოს სტატია ფოტოებით, ინფოგრაფიკებით, ვიდეო/აუდიოს და ინტერაქციული (ქვიზი/გამოკითხვა) ელემენტებით, ან საინტერესო ლონგრიდი. თუმცა, ასეთი სტატიის პრომოცია მხოლოდ საიტზე სტატიის განთავსებით აღარ შემოიფარგლება. მთავარი მექანიზმი მისი დივერსიფიკაციაა, მარტივად რომ ვთქვათ, სტატიის სხვადასხვა პლატფორმაზე სხვადასხვანაირი ფორმატით გავრცელება და განსხვავებულ აუდიტორიაზე წვდომა.
ახალი დივერსიფიკაციის მოდელი - რეკლამა, რომელიც წარმატებული იქნება!
ახალი სარეკლამო სტრატეგია, რომელიც მოიცავს სტატიას ვებ-გვერდზე, Card-ს საიტის Facebook გვერდზე, მოკლე ვიდეოს Tik Tok-ზე, Reels ან Story-ს, როგორც ერთიან ეკოსისტემას, „განწირულია“ წარმატებისთვის. Storyline ტიპის რეკლამა გულისხმობს:
დამტკიცებულია, რომ სტატიის კონტენტის დივერსიფიკაცია სოციალურ ქსელებში, ინფორმაციის ადამიანებამდე მიტანას და გააზრებას 60%-ით ზრდის. მარტივი სტანდარტული სტატია ვეღარ პასუხობს სწრაფად ცვალებად და მოკლე ფორმის კონტენტზე მიჩვეული აუდიტორიის მოთხოვნებს. ინტერნეტმომხმარებლების ქცევა რადიკალურად შეიცვალა, 2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, ვიდეო ინტერნეტ-ტრაფიკის 80%–ზე მეტს იკავებს. ინტერნეტ-მომხმარებელი ძირითადად ვიდეოს უყურებს და ინტერაქციის ფორმა მოწონს.
ამ მოდელის ეფექტურობაზე მეტყველებს ციფრებიც. მოდით, მიმოვიხილოთ სარეკლამო სააგენტო Adline-ის მაგალითები, რომელმაც აქტიურად დაიწყო Storyline - სარეკლამო კონტენტის დივერსიფიკაციის შეთავაზება.
„ბიბლუსის“ და Carters-ის მაგალითები
ბავშვის ტანსაცმლის ბრენდის - „კარტერსის“ რილსმა ვებ-გვერდ marao.ge-ს ფეისბუქ გვერდზე 100 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა.
247 000 ნახვა დააგროვა Tik Tok-ზე „საზოგადოება ივერიისას“ შემეცნებითი შინაარსის ვიდეომ.
199.500 ნახვა კი ქართველი მომღერლის ვიდეომ, რაც ცხადყოფს, რომ სწორ აუდიტორიაზე სწორად შერჩეული ფორმატი საუკეთესო შედეგს იძლევა.
საინტერესო მაგალითია ასევე „ბიბლუსის“ ინტერაქციული ფორმატის ქარდებიც, რომელიც ambebi.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა და გამოწვევის ხასიათი მიიღო.
2025 წლის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 5,56 მილიარდი ინტერნეტმომხმარებელი დიდხანს არ ჩერდება ერთ არხზე—ორ-სამი წუთიანი Story-ი ან Reels უფრო მიმზიდველია მათთვის, ვიდრე მოცულობითი სტატია. საშუალოდ ადამიანი იყენებს სხვადასხვა სოციალურ ქსელს ყოველდღიურად (6-7-ს).
სარეკლამო მიმართულების 2025 ტრენდები
ვიდეო ნაკადების ზრდამ, განსაკუთრებით Reels–მა, 35%–ზე მეტი ეკრანის დრო დაიკავა და მარკეტოლოგების 71% 2025 წელს მასზე დამატებით ბიუჯეტს გამოყოფს.
2025 წლის რეკლამა ნამდვილად „განწირულია“ წარმატებისთვის—მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარკეტოლოგები ისწავლიან კონტენტის დივერსიფიკაციას. storyline-ს ახალ მოდელს, რომელიც ბრენდებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში შეხვდნენ მომხმარებელს და უზრუნველყონ მაქსიმალური ჩართულობა. ამ გზით რეკლამა აღარ იქნება მხოლოდ უბრალო «ბროშურა», არამედ მძლავრი, სწრაფი, დინამიკური და ძლიერი იარაღი.
ავტორი: თეა ინასარიძე