ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა "რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს "რიყე დომ“.
როგორც სამეწარმეო რეესტრიდან ჩანს, "რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება " ნ.გ.ბ“ არის, ხოლო დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი.
თავის მხრივ, შპს ,,ნ.გ.ბ.” - მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია.
უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, ახალმა მესაკუთრემ მისი ღირებულება განვადების წესით უნდა დაფაროს. "მყიდველს უფლება არ აქვს გამყიდველის თანხმობის გარეშე ნასყიდობის საფასურის გადახდამდე იპოთეკით დატვირთოს ნასყიდობის საგანი“,- აღნიშნულია ხელშეკრულებაში. იხილეთ ვრცლად