რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იგი თურქეთში მიიწვია.
"პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ახლავე!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.