საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა, მიხეილ აშვეთიამ Championat-თან ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, შესაძლო ამხანაგური მატჩის გამართვის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ შეიძლება ეს გვინდოდეს, მაგრამ პოლიტიკა ამის უფლებას არ იძლევა. ცუდია, რომ პოლიტიკამ სპორტშიც შემოაღწია.
ახლა რომ რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი შედგეს, ნახევარი საქართველო მონაწილეებზე განრისხდება. პოლიტიკა ყველგანაა და მსოფლიოში უამრავი სიგიჟე ხდება", - განაცხადა აშვეთიამ.