ისრაელმა იემენის საპორტო ქალაქი ჰოდეიდა დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, გუშინ „ჰუსიტებმა“ იემენიდან ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის გამოც აეროპორტი ერთი საათით დაიხურა.
"ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.