აქტივისტი აცხადებს, რომ "წიწაკის სპრეი" და საღებავი შეასხეს.
"ერთი თვეა მე და ქეთის დაგვდევენ, 15 წუთის წინ ლიფტის კართან დაგვხვდა ერთი არარაობა და წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს" , - წერს მახარაძე "ფეისბუქზე", რომელსაც ვიდეოს ურთავს და დასძენს, რომ ამავე პირმა მიაძახა, "ნაცი" და აგინა.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ, რადგან სახეზე დამწვრობა აქვთ.