ორშაბათს საღამოს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველწლიური Met Gala გაიხსნა, რომელიც შავკანიანთა ისტორიას, კულტურასა და სტილს მიეძღვნა.
მოდის სამყაროში, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოს განწყობა ვერც წვიმამ გააფუჭა. მეტროპოლიტენ ოპერის ლეგენდარულ ლურჯ ხალიჩით მოპირკეთებულ კიბეებზე სპორტის, ხელოვნებისა და გართობის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად ავიდნენ დიზაინერები, მოდელები, სტილისტები და მსოფლიოს ვარსკვლავები.
ბევრი სტუმარი ღონისძიებაზე გამორჩეული კოსტიუმით მივიდა, რომლებიც პოპულარული იყო აფროამერიკელ მამაკაცებში 1940-იან წლებში.
მომღერლის ხალიჩაზე გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ის A$AP Rocky-სგან მესამე შვილს ელოდება. წყვილს პირველი ვაჟი, RZA 2022 წელს გაუჩნდა, მეორე ვაჟი Riot კი 2023 წელს დაიბადა.
თავისი გარდასახვით მსოფლიო გააოცა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა. 57 წლის ავსტრალიელმა ვარსკვლავმა Balenciaga-ს კაბა მოირგო თუმცა, ყველაზე მეტი ყურადღება სხვა დეტალმა მიიპყრო.
მაყურებელი გაოგნებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა თმა ძალიან მოკლედ შეიჭრა. აქამდე ნიკოლ კიდმანი მოკლე თმაში არასოდეს, არავის უნახავს.
ჯორჯინამ Vetements -ზე შეაჩერა არჩევანი, რომელსაც სწორედ გვასალიები ფლობენ.