ავტორი:

ნავის ჩაძირვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 9 ამ დაკარგულად ითვლება - კალიფორნიის სანაპიროსთან მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ნავის ჩაძირვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 9 ამ დაკარგულად ითვლება - კალიფორნიის სანაპიროსთან მომხდარი ტრაგედიის დეტალები

სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 9 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ინფორმაცია აშშ-ის სანაპირო დაცვამ ოფიციალურად დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, ტრაგიკული ინციდენტი ორშაბათს, დილის საათებში მოხდა. ნავში, რომელიც ტორი პაინსის სანაპიროსთან ჩაიძირა, დაახლოებით 18 ადამიანი იმყოფებოდა.

  • ოფიციალური პირების ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა, 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ 9 ადამიანს ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში დამატებითი სამძებრო-სამაშველო ხომალდები იგზავნება.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს ტალღების სიმაღლე ხუთიდან შვიდ ფუტამდე იყო.

წყარო