გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
ბუნდესტაგის ქვედა პალატას ქვეყნის კანცლერის ასარჩევად 14 დღე აქვს და ახლა მას უბრალო უმრავლესობა აირჩევს. კენჭისყრის მეორე ტური, შესაძლოა დღესვე ჩატარდეს.
"თაღლითი და მატყუარა ფრიდრიხ მერცი არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა. ეს მომავალი მთავრობის არასტაბილურობის ნიშანია. ფრიდრიხ მერცის ნელი სიკვდილი უნდა დასრულდეს და გზა ახალი არჩევნებისთვის უნდა გაიხსნას", - განაცხადა ალის ვაიდელმა.
ცნობისთვის, ბუნდესტაგში კოალიციურ მთავრობაში შემავალი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და გერმანიის "სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ 328 დეპუტატია.