ავტორი:

"ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე, უილსონი ხომ იცით რომელია? ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ძვირი გადაახდევინა ინაუგურაციის ბილეთებში და წვიმაში დააყენა" - ზარქუა

"ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე, უილსონი ხომ იცით რომელია? ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ძვირი გადაახდევინა ინაუგურაციის ბილეთებში და წვიმაში დააყენა" - ზარქუა

ე.წ მავნებლური აქტი დავარქვათ, რადგან მას არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან, ჩვენს ქართულ სახელმწიფოსთან და საქართველოს ინტერესებთან - ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, მათთვის "MEGOBARI აქტი" ნულოვანია და არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს.

"მაგალითად, ჩემ „ხაბეს“ უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს. იმას უფრო გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე უილსონს. ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე. უილსონი ხომ იცით რომელი კონგრესმენია? ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ძვირი რომ გადაახდევინა ინაუგურაციის ბილეთებში და მერე წვიმაში დააყენა. თაღლითია - კაცი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, ემბლემებს და რაღაცებს, რომ ფული გააკეთოს. ამ ღირებულის და მორალის მქონე კაცია ავტორი ამ ე.წ აქტის, რომელშიც წერია, რომ საქართველომ თურმე ევროპულ ღირებულებებს და კურსს გადაუხვია, იმიტომ რომ ჩინეთთან გააფორმეს ხელშეკრულება და ანაკლიის პორტში შემოიყვანესო. პირადად მე 7-ჯერ და ჩვენს ლიდერებს კიდევ უფრო მეტი ბრიფინგი გვქონდა, რომ იქნებ ამერიკელები დაინტერესებულიყვნენ ანაკლიის პორტით - არც დაინტერესებულან, რომ იქნებ შემოსულიყვნენ და კაპიტალი ჩაედოთ.

ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ გვამადლით და გვსაყვედურობთ? ევროკავშირში არაფერი არ დარჩა - საფრანგეთი თუ ევროპის სხვა ქვეყნები, სადაც არ ეახლნენ და მოკავშირეობის ხელშეკრულება არ დადო ზოგმა სტრატეგიული, ზოგმა მემორანდუმი და ეს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გამჭვირვალობის კანონი და ჩვენ არა. ჩვენთვის ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს ეს ე.წ აქტი. თან ამას მხარი ისეთმა ადამიანებმა დაუჭირეს, ვინც თავის დროზე ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ტრამპს დამატებითი აქტები არ სჭირდება, რომ ჩვენი რომელიმე ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციროს. ეს არის ჩვეულებრივი უილსონის მიერ შეთითხნილი და გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული გარკვეული დემოკრატების მთელი არმია, 300-მდე კაცი და რესპუბლიკელების ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. და ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? - ბუნებრივია, არა. და ბოლოს, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება მიდის.

შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტორს: გახსოვთ, ლუციფერს რომ ჰგავდა თეთრი სახლის სპიკერი [მეთიუ მილერი], დღე არ გავიდოდა რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა - სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა, დამთავრდა ეს, სადმე ჩანს, ვინმე ახსენებს სადმე საქართველოს? ჩასული იყო ჩვენი დელეგაცია დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულ ბანკთან ერთად, საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ასე რომ ნორმალიზება მიდის ჩვენი პროცესების. იმათი არეულის დალაგება მიდის ახლა. ყველაფერი კარგად იქნება. ეს მავნებლებს აქ უხარიათ - ირბინონ, უილსონები არიან თვითონ, გონჩარენკოები, ამათი ნამოქმედარით გაიხარონ გული, ჩვენ კი საქმეს გავაგრძელებთ”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

წაიკითხეთ ასევე: