„სახელმწიფო საწარმოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ახალ გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციაც BPN ავრცელებს.
რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის ცვლილება გასულ თვეში ორჯერ აისახა. 8 აპრილს გენერალური დირექტორის პოზიციაზე გიორგი გიგინეიშვილი შეცვალა დავით ტეტუნაშვილმა, ხოლო უკვე 16 აპრილის ამონაწერით, რეესტრში სახელმწიფო კომპანიის გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილია მითითებული.
ცნობისთვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 100%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაშია. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დასაქმებამდე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დეპუტატის მანდატი მას 2019 წელს შეუწყდა, რის შემდეგაც, 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.