ტრაგედია დატრიალდა ახალციხეში, სადაც კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა.
ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
"ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, აღებული იქნა ქიმიური კვლევებისთვის ორგანოები, სისხლი ქიმიური გამოკვლევისთვის. გარეგანო ვიზუალური დათვალიერებით რაიმე ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნა დაიდება ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ.
როგორც ცნობილია საქმის გარემოებაში, ძიძამ ნახა საწოლზე მწოლიარე ბავშვი აგონიაში. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც გაუწიეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ გულის გაჩერება ვერ აღდგა", - ამბობს დავით მერაბიშვილი.
წაიკითხეთ ასევე: