ავტორი:

ის წარსულში მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვად დაასახელეს - როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს გოგონა ახლა (ფოტოები)

ის წარსულში მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვად დაასახელეს - როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს გოგონა ახლა (ფოტოები)

ტილან ბლონდომ საერთაშორისო აღიარება მაშინ მოიპოვა, როდესაც ექვსი წლის ასაკში მსოფლიოს ულამაზეს გოგონად დაასახელეს. ტილანი გაიზარდა - 2025 წელს საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურება და წარმატებული მოდელის კარიერა აქვს.

24 წლის ასაკში ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Dolce & Gabbana, L'Oréal Paris, Versace, Ralph Lauren და Hugo Boss.

წარმატებული კარიერის გარდა, ტილანი სოციალურ მედიაშიც საკმაოდ აქტიურია და ინსტაგრამზე შვიდი მილიონი გამომწერი ჰყავს.

2018 წელს The Telegraph-თან საუბრისას ტილანმა განმარტა, თუ როგორ არ სიამოვნებდა ბავშვობაში ყურადღება. იმავე წელს ტილანმა საკუთარი მოდის ხაზი, Heaven May Clothing, გამოუშვა.

"ბევრს ვმოგზაურობ, ამიტომ მინდა ისეთი ტანსაცმელი, რომლის ტარებაც ყოველთვის შემეძლება", - ამბობდა მაშინ ტილანი.