ხელახალი კენჭისყრის შედეგად, ბუნდესტაგმა მერცი კანცლერად დაამტკიცა.
ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩიეს და ხელახალი კენჭისყრა გახდა საჭირო.
პირველ ეტაპზე ჩატარებული კენჭისყრის დროს "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 307-მა მისცა.
ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.