ავტორი:

ზელენსკიმ ქართველი მებრძოლი, "აზოვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი დააჯილდოვა

ზელენსკიმ ქართველი მებრძოლი, "აზოვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართველი მებრძოლი, "აზოვის" პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი დააჯილდოვა. ფოტო და ვიდეო მასალას ქართველი სამხედრო სოციალურ ქსელში აქვეყნებ.

"დღეს პატივად მერგო უმაღლესი მთავარსარდლისგან მიმეღო ჩემი ქვედანაყოფის და მისი თითოეული მებრძოლის დამსახურების, ბრძოლის და შრომის აღიარება. ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა. მადლობა პირველ რიგში ჩემს პირად შემადგენლობას გაღებული მძიმე ფასისათვის რაც დღეს სახელმწიფომ და უმაღლესმა მთავარსარდლობამ აღიარა და შესაბამისად დააფასა.

არაფერია იმაზე დიდი პატივი და სიამაყე სამხედროსთვის და მეთაურისთვის, ვიდრე მისი ქვედანაყოფის და პირადი შემადგენლობის შრომის და ბრძოლის დაფასება. ბრძოლა გამარჯვებამდე. დიდება უკრაინას", - წერს ის.

ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, წლებია უკრაინის მოქალაქეა. ის პოლკ "აზოვის“ ინსტრუქტორი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც მარიუპოლს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირველი დღეებიდან იცავდა.

2022 წლის 17 მარტს ერთ-ერთ ბრძოლაში ქუფარაშვილი დაიჭრა და მებრძოლს ოპერაცია "აზოვსტალის“ ქარხნის მიწისქვეშა სარდაფში გაუკეთეს. 22 მარტს უკრაინელი მფრინავების წყალობით ის იყო ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც ალყაშემორტყმული ქარხნიდან დაჭრილი გამოიყვანეს.