ავტორი:

ქეთი წიქვაძემ დაბადების დღე აღნიშნა - რა ფოტოებს აქვეყნებს არველაძეების რძალი?

ქეთი წიქვაძემ დაბადების დღე აღნიშნა - რა ფოტოებს აქვეყნებს არველაძეების რძალი?

არველაძეების რძალი იუბილარია. გუშინ ქეთი წიქვაძემ დაბადების დღე რესტორანში აღნიშნა. იუბილარს ამ დღეს ნინი ბადურაშვილმა უმღერა, რომელიც მისი მეგობარია. კადრებში ჩანს მეუღლე ნიკა არველაძე.

წყვილის დაოჯახების შესახებ ორი კვირის წინ გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ მსახიობი და არველაძეების ვაჟი ორი წელია რაც დაქორწინებულები არიან და სექტემბერში ბავშვს ელოდებიან.

მას შემდეგ რაც მედიამ ქეთისა და ნიკას შესახებ დაწერა, მსახიობმა ქმართან ერთად პირველი საერთო ფოტო გამოაქვეყნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელიც ნიკას ძმის ქორწილშია გადაღებული.

ქეთი 22 წლის იყო, როცა პირველი ოჯახი შექმნა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და მეუღლეს მალევე დაშორდა. მას ორი შვილი, ილია და გიორგი ჰყავს.

რაც შეეხება ნიკა არველაძეს, ის რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი შვილია. როგორც დედა, ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს.

წაიკითხეთ ასევე: