ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება სანქციების შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი ზარქუამ უპასუხა: „ვლაგდებით, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს“.
„შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს გესმის? ახლა რომ პროვოკატორობ აქ. კითხვა დასვი, გპასუხობ და გადახვედი. ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება“, - განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.