საქართველოს წამყვანი დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას ზღვისპირა პრემიუმ კლასის სასტუმრო "კასტელო მარე • Castello Mare"-თან. წელსაც, მომხმარებლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, განსაკუთრებულ ფასად დაისვენონ ციხისძირში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმროში.
მწვანე ნარგავებში ჩაფლული, კომპლექსი Castello Mare გახსნის დღიდან იპყრობს დამსვენებლების გულს თავისი უნიკალური ხედებით, არქიტექტურით, კომფორტული ადგილმდებარეობით (ბათუმიდან მხოლოდ 17 კმ-ში) და მაღალი დონის მომსახურებით. “კასტელო მარეში” იდეალური გარემოა დასვენებისა და განტვირთვისთვის.
Castello Mare სრულფასოვანი გამაჯანსაღებელ კომპლექსია, რომელიც აერთიანებს:
სასტუმროში წარმოდგენილია 9 კატეგორიის 110 ნომერი, როგორც სტანდარტული, ასევე საპრეზიდენტო ლუქსი. ყველა მათგანი აღჭურვილია აივნით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი შავ ზღვასა და აჭარის ბუნებაზე.
სასტუმრო ცნობილია უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებით. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კვების 7 ობიექტით. მათ ელით როგორც მრავალფეროვანი შვედური მაგიდა, ისე გამორჩეული კერძები რესტორან „პალმა პავილიონში“.
Hotsale.ge-ზე შესაძლებელია სასტუმროს ნომრის ონლაინ დაჯავშნა. აირჩიეთ სასურველი შეთავაზება, დაჯავშნეთ პირდაპირ ვებგვერდზე და ისარგებლეთ საუკეთესო ფასებით შუალედური ზარებისა და დროის დაკარგვის გარეშე.
"კასტელო მარე • Castello Mare"-ს შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს: t.ly/56XlV
R