საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
შენგელია 2022 წლიდან "ვირტუს ბოლონიას" ღირსებას იცავდა, ის გასულ სეზონში იტალიურ გუნდში საშუალოდ 15.6 ქულას, 5 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა.