რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტის 161-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
აქციის პარალელურად, 21:00 საათზე, პირველი სკოლის წინ, ილიას და აკაკის ძეგლთან, დაგეგმილია საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ.
მოგვიანებით აქციას მსვლელობით შეუერთდებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.