პარიზში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და ლონდონის არსენალი უპირისპირდებიან. პირველი მატჩი ლონდონში პარიზელების მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 0-1 დასრულდა.
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, ბარკოლა, დუე, კვარაცხელია
რაია, ტიმბერი, სალიბა, კივიორი, ლუის სკელი, პარტეი, რაისი, ოდეგორი, საკა, მარტინელი, მერინო.
მატჩი არსენალის უდიდესი უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებში არაერთი საგოლე შანსი შექმნეს, თუმცა პარიზელების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესანიშნავად თამაშობდა.
თამაშის მე-17 წუთზე "კვარამ" მეტოქის კარისკენ უძლიერესად დაარტყა, თუმცა ბურთი კარის ძელს მოხვდა.
შეგახსნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება. პსჟ-არსენალის წყვილიდან გასული გუნდი ფინალში "ინტერს" დაუპირისპირდება.