პარიზში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და ლონდონის "არსენალი" დაუპირისპირდნენ. მატჩი პარიზელებმა მოიგეს ანგარიშით - 2-1 და ფინალის საგზური მოიპოვეს.
თამაში "არსენალის" უდიდესი უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებში არაერთი საგოლე შანსი შექმნეს, თუმცა პარიზელების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესანიშნავად თამაშობდა.
თამაშის მე-17 წუთზე "კვარამ" მეტოქის კარისკენ უძლიერესად დაარტყა, თუმცა ბურთი კარის ძელს მოხვდა.
პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
პარიზელებმა მეორე გოლის გატანა 72-ე წუთზე მაინც შეძლეს - ამჯერად აშრაფ ჰაკიმმა გაიტანა. 77-ე წუთზე "არსენალის" გარემარბმა ბუკაიო საკამ ერთი ბურთი გაქვითა და ანგარიში 2-1 გახდა და ეს ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის ბოლო წუთებზე მცირე დაპირისპირება იყო რიკარდო კალაფიორისა და "კვარას" შორის, რის გამოც ორივე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.
ანალიტიკური საიტის Sofascore-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ამ მატჩში 10-დან 7.2 ქულით შეფასდა.