ავტორი:

მორიელების შემოსევა ბრაზილიის ქალაქებში

მორიელების შემოსევა ბრაზილიის ქალაქებში

გავრცელებული ინფორმაციით, მორიელები ბრაზილიის ქალაქებს "იპყრობენ - ჩატარებული კვლევის თანახმად, სწრაფმა ურბანიზაციამ და კლიმატის ცვლილებებმა მორიელების რაოდენობა და მათ მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზარდა.

ბრაზილიის დაავადებათა საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2014-დან 2023 წლამდე პერიოდში ქვეყანასი 1.1 მილიონზე მეტი კბენის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა პერიოდთან შედარებით, 250%-ით არის გაზრდილი, - ვკითხულობთ ჟურნალ Frontiers in Public Health-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

შემთხვევების ზრდა გამოწვეულია სწრაფი, დაუგეგმავი ურბანიზაციით, როგორიცაა ფაველები (ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონები), რომლებიც ხასიათდება მაღალი სიმჭიდროვის დასახლებით და ნარჩენების განკარგვის ცუდი სისტემით. ურბანული ტერიტორიები ველურ ბუნებაში იჭრებიან, სადაც მორიელები უკვე ცხოვრობენ, ამასთანავე ისინი ასევე ქმნიან ახალ გარემოს, სადაც მორიელები მრავლდებიან.

ქალაქები მორიელებს უნებლიეთ ყველაფერს სთავაზობენ, რაც მათ სჭირდებათ: თავშესაფარს კედლებში, სადრენაჟე სისტემებსა და სამშენებლო ნანგრევებში, მუდმივ სითბოსა და საიმედო საკვებს ტარაკნების სახით. მორიელები განსაკუთრებით ეტანებიან კანალიზაციას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თბილია. ასევე, კანალიზაციებში უხვადაა საკვები.

2024 წლის მონაცემებით, ბრაზილიაში მორიელების კბენის თითქმის 200 000 შემთხვევა აღინუსხა, მათგან 133 ფატალურად დასრულდა.

. მკვლევრებმა 2025-2033 წლებში 2 მილიონი ახალი შემთხვევა იწინასწარმეტყველეს. "პრობლემის რეალური მასშტაბი სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, ვიდრე აღრიცხული სტატისტიკა გვიჩვენებს," - აღნიშნავენ მკვლევრები. როგორც ისინი უსვამენ ხაზს, ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრი ადამიანი სახლში მკურნალობას ირჩევს ან მკურნალობაზე საერთოდ უარს ამბობს.

მკვლევრების თქმით, კბენის შემთხვევების 0.1% სიკვდილით მთავრდება, ბავშვები და ხანდაზმულები კი ყველაზე დაუცველები არიან. ზოგადად ჯანმრთელი ადამიანები დაგესვლის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ტკივილისა და დისკომფორტი განიცადონ, საბოლოოდ კი სრულად ჯანმრთელდებიან.

წყარო