ბოლო დროს, იტალია ქართველი სელებრითებისთვის გამორჩეულად საყვარელ ქვეყნად იქცა. საქართველო ჯერ ალექსანდრა პაიჭაძემ დატოვა და შვილებთან ერთად მილანში გადავიდა, ახლა კი მოდელმა ნინიკო ნაცარაშვილმა აღიარა, რომ იტალიაში მეუღლესთან ერთად სახლს იშენებს და უკვე წელიწად ნახევარია რაც ქვეყანა დატოვა.
"წელიწად ნახევარია, რაც აღარ ვცხოვრობ საქართველოში. რაც შეეხება "ინსტაგრამზე" აქტიურობას, ზოგჯერ განწყობა არ მაქვს, ხანაც ბევრი საქმე მაქვს. დიდ ქალაქში ცხოვრება და დროის ფაქტორის შერწყმა არ ყოფილა მარტივი. და კიდევ, არ ყოფილა მარტივი. და კიდევ, ცოტა პირადი სივრცე ვფიქრობ, აუცილებელია“ - წერს ნინიკო სოციალურ ქსელში გამომწერებს."
2022 წლის მარტში მოდელი დედა გახდა, ბათუმელ კანონიერ ქურდ მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლისგან" გოგონა შეეძინა. უამრავი კითხვის მიუხედავად ნინიკოს "ლავასოღლის" ცოლობა ბავშვის შეძენის შემდეგაც არ დაუდასტურებია და შვილთან ერთად ცხოვრებას ბათუმში აგრძელებდა.
პირველი საერთო ფოტო ქმართან ერთად შვილის შეძენიდან ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა. ბოლო დროს ის ძველებურად აღარ აქტიურობდა სოციალურ ქსელში და ჩანდა, რომ საქართველო შვილთან ერთად დატოვა.
"ინსტაგრამზე" წერს, რომ ქვეყნის დატოვება ოჯახის მიზეზით მოხდა. ახლა წყვილის ბინა რემონტშია და გადასვლის შემდეგ კიდევ ერთი შვილის გაჩენას აპირებენ. ნაცარიშვილი ქალაქს არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ მათი სახლი იტალიაშია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მინდია გორაძეს საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.
2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ "კანონიერი ქურდობისა“ და "ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
"ლავასოღლი" 2021 წელს უკრაინაშიც დააკავეს და ოდესის აეროპორტში ექსტრადირებას ელოდებოდა, თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები უცნობია, ფაქტია, რომ კანონიერმა ქურდმა ციხეს მაშინაც დააღწია თავი.
ნინიკო ნაცარიშვილი მარცხენა ხელის არათითზე Ruby Queen-ს ბეჭედს ატარებს. 18-კარატიანი თეთრი ოქროს სამკაულის ფასი, რომელიც ბრილიანტებით არის გაწყობილი 236 340 დოლარი ღირს.
ბათუმელი მოდელი საზოგადოებამ ლევან ჯიბღაშვილთან ჩაშლილი ნიშნობით გაიცნო.
ნაცარიშვილი უკვე იტალიიდან გამომწერებს წერს, რომ მის ცხოვრებაში რთული პერიოდებიც ყოფილა, თუმცა ამას ნაკლებად განიცდიდა.
"რთული პერიოდი ძალიან ზოგადი ნათქვამია. მქონია, როგორ არა - ჭორები, გამოგონილი ამბები, რასაც წინ უძღოდა ცხოვრების რაღაც ეტაპები. ჩემს შემთხვევაში რთული პერიოდი ამასთან ასოცირდებოდა. მე ნაკლებად განვიცდიდი. როცა უსამართლოდ გექცევიან, ცხოვრება ბუმერანგია, ამაში ნელ-ნელა ვრწმუნდები.
მშობლები, ჩემი ოჯახის წევრები და ყველა საყვარელი ადამიანი კარგად მყავს“, - წერს ნაცარიშვილი.
წაიკითხეთ ასევე: